პროდუქტები

უკვე 15 წელია «ბეიქ ჰაუსი» მომხმარებელს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტს სთავაზობს.
სწრაფი, განსაკუთრებული, გამოცდილი – «ბეიქ ჰაუსი» მუშაობს იმისთვის,
რომ იყოს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

ჩვენი ისტორია

გზა «ემსიბი ჯორჯია» -დან «BakeHouse»-მდე - ჩვენი ისტორია 1999 წელს, რესტორანთა ქსელ მაკდონალდსისთვის პურ–ფუნთუშეულის მიწოდებით დაიწყო. «ემსიბი ჯორჯია» საქართველოში მაკდონალდსის ობიექტებს ათამდე სახეობის პროდუქტით ამარაგებდა.

წარმატებული წარმოების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო გაფართოება და თანამშრომლობა ქსელურ თუ არაქსელურ კომპანიებთან წამოვიწყეთ.  დღეს  «BakeHouse»-ის პროდუქციის შეძენა 500–მდე ასეთ ობიექტშია შესაძლებელი.

ჩვენ შესახებ

მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად  და მათი კომფორტის უზრუნველსაყოფად, ვიყენებთ მთელ ძალასა და შეძენილ გამოცდილებას. მრავალფეროვან, სანდო და ხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ ყველას, ვისაც მოსწონს თანამედროვე ცხოვრების სტილი და იცის რა სურს.

დისტრიბუცია

დღეს «BakeHouse» - ის პროდუქცია, მაკდონალდსის გარდა, ქსელურ და არაქსელურ მარკეტებშიც იყიდება, რაც ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხარისხიანი და სანდო პროდუქტი ნებისმიერ უბანში შეიძინოს. «BakeHouse» თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა «ნიკორა», «კარფური», «ფუდმარტი», «ორი ნაბიჯი», «გუდვილი», «სმარტი», «ფრესკო», «ფურშეტი».

კონტაქტები

კახეთის გზატკეცილი № 217ა, ლუდსახარში «არგოს» - ტერიტორია

თბილისი 0198, საქართველო 

 

ტელ: +995 32 214 77 02,  +995 32 214 77 35,  +995 595 14 77 33


ელ. ფოსტა: info@bakehouse.ge